სამუშაო დროის აღრიცხვის სისტემა
SmartHR აფიქსირებს თითოეული თანამშრომლის მოსვლის და წასვლის დროს, ამ მონაცემებს ხელფასის დაანგარიშებისას იყენებს. აპარატი არ გჭირდებათ: თანამშრომელი სამუშაო ადგილზე განთავსებულ QR კოდს საკუთარი ტელეფონით ასკანერებს.
- მოსვლისა და წასვლის ავტომატური დაფიქსირება
- დაგვიანების და ზეგანაკვეთის ავტომატური დაანგარიშება
- ინდივიდუალური განრიგი თითოეული თანამშრომლისთვის
- QR კოდით დაფიქსირება ტელეფონიდან, ლოკაციის შემოწმებით
- შრომის ინსპექციის მიერ მოთხოვნილი რეპორტი
- ნებისმიერი რეპორტის ექსპორტი Excel-ში
როგორ ხდება დროის დაფიქსირება
თითოეული სამუშაო ადგილისთვის სისტემა ქმნის QR კოდს, რომელსაც ბეჭდავთ და შესასვლელთან აკრავთ. თანამშრომელი კოდს ტელეფონის კამერით ასკანერებს და მოსვლა ან წასვლა მაშინვე ფიქსირდება. ტელეფონის ლოკაცია მოწმდება სამუშაო ადგილთან მიმართებით, ამიტომ სხვა ადგილიდან დაფიქსირებას სისტემა არ მიიღებს. უკვე გაქვთ საბარათე ან ანაბეჭდის აპარატი? SmartHR მასთანაც მუშაობს.
განრიგები და ცვლები
თითოეულ თანამშრომელს შეიძლება ჰქონდეს საკუთარი გრაფიკი: ცვლადი, სადღეღამისო, მოქნილი საათებით ან ნაწილობრივი განაკვეთით. კომპანიში სხვადასხვა დეპარტამენტი განსხვავებულ რეჟიმზე მუშაობს, სისტემა კი თითოეულს მორგებული წესით ითვლის.
რეპორტები და შრომის ინსპექცია
ნამუშევარი დრო, დაგვიანებები, ზეგანაკვეთი და შვებულებები, ნებისმიერ პერიოდზე გენერირდება რეპორტად და Excel-ში ექსპორტი ხდება. შრომის ინსპექციის მიერ მოთხოვნილი ფორმატის რეპორტი მზადდება რამდენიმე წამში, ხელით შედგენის გარეშე.
ნახეთ თქვენს კომპანიაზე მორგებული სისტემა
დაგვიკავშირდით და გაჩვენებთ, თუ როგორ მუშაობს სამუშაო დროის აღრიცხვა თქვენი გრაფიკებით.
დაგვიკავშირდით